დეკემბერი 3, 2024

5 წელი საქართველოს ევრო-ატლანტიკური მომავლისთვის

28 ნოემბერს 5 წლიანი მუშაობის შემაჯამებელი კონფერენცია გავმართეთ ყვარელში, რომელსაც დანიის, ნორვეგიის, ლატვიის, ჩეხეთისა და ესტონეთის ელჩები, NATO-ს მისიის ხელმძღვანელის მოადგილე, სხვა დიპლომატიური კორპუსისა და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ახალგაზრდები კახეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან, რომლებმაც საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად იმსჯელეს საქართელოს ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციაზე, არსებულ გამოწვევებსა და სირთულეებზე რომელსაც სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციები აწყდებიან. ჩვენი მისია უცვლელია – მხარი დავუჭროთ ადგილობრივი ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების შექმნას, ადგილობრივების განათლებასა და განვითარებასა და საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას.

ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს ვებ-გვერდის სწორად ფუნქციონირებისა და პერსონალიზებული გამოცდილების შესაქმნელად.