ივლისი 10, 2024

NATO Movie Night თბილისში

9 ივლისს, ნატოს სამეკავშირეო ოფისის მხარდაჭერით თბილისში, კაფე მზიურში ფილმის “Turning Point: The Bomb and the Cold War” ჩვენებასა და დისკუსიას ვუმასპინძლეთ.

ფილმის ჩვენების შემდეგ გაიმართა დისკუსია, რომელშიც მონაწილეობდნენ ალან პერსელი, აშშ-ს ელჩის მოადგილე; კლერ ოლბლესი, ბრიტანეთის ელჩის მოადგილე; სილვიუ დამიენი, რუმინეთის ელჩის მოადგილე და გვანცა ლოლაძე, ნატოს სამეკავშირეო ოფისის პოლიტიკური ოფიცერი.

9 ივლისს ვაშინგტონში ნატოს ისტორიული სამიტი გაიხსნა, რომელიც აღნიშნავს 75 წლის ისტორიულ მიღწევებსა და აჩვენებს ტრანსატლანტიკური კავშირის სიძლიერესა და ერთიანობას.

ცხრა ნაწილიანი დოკუმენტური სერია, მოგვითხრობს ცივ ომზე, საბჭოთა კავშირის დაშლასა და რუსეთ-აშშ-ის ურთიერთობებზე. მე-9 ეპიზოდი, “We Are Not Dead Yet”, აღწერს რუსეთის შეჭრას საქართველოსა და უკრაინაში.

ეს იყო პროექტის ‘NATO Movie Nights’ დასკვნითი ღონისძიება, რომელიც ნატოს სამეკავშირეო ოფისისა და ევრო-ატლანტიკური ცენტრის თანამშრომლობით განხორციელდა.

დიდი მადლობა კაფე მზიურის არაჩვეულებრივი მასპინძლობისთვის!

იხილეთ ღონისძების ფოტო ალბომი:

ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს ვებ-გვერდის სწორად ფუნქციონირებისა და პერსონალიზებული გამოცდილების შესაქმნელად.